The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია წერეთელი

მზია წერეთელი
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1963  (60 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი 1985 წელს.

1990-1993წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 1993-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრა, დოცენტი;  2006-2008წწ. - ასოცირებული პროფესორი; 2006-2008წწ. - კავკასიის ბიზნეს სკოლა, მოწვეული ლექტორი; 2008 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი და თანაავტორი, ასევე განათლების ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ხელმძღვანელი, სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი; 2008-2010წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2010-2011წწ. - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის" ეროვნული შეფასებების, კვლევებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი;  2012-2013წწ. ფსიქომეტრიკოსი ექსპერტის პოზიცია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში; 2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევისა და შეფასების სამმართველოს უფროსი; 2014 წლიდან - განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეხსიერებაში სემანტიკური ინფორმაციის შენახვის ფორმებისა და მექანიზმების შესახებ", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გენდერული ცნობიერების ფორმირებისა და მოქმედების ფსიქოლოგიური მექანიზმები", დაიცვა 2005 წელს. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.597; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის განათლების მკვლევართა ასოციაცია AERA, წევრი (2010-)
  • ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია-APA, განათლების ფსიქოლოგიის განყოფილება (2018-2019)
  • ევრაზიის ცენტრალური ევროპის შემსწავლელი საზოგადოება - CESS, წევრი (2016-)
  • საქართველოს განათლების ფსიქოლოგთა ასოციაცია, დამფუძნებელი (2020-)
  • საქართველოს პრაქტიკოს ფსიქოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: