შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ ანანიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1934 წელს. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 1941–1944 წლებში თბილისში გამოაქვეყნა პოეტური და პროზაული თარგმანები. 1944–1947 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "მოლოდაია გვარდიაში" რედაქტორად. რუსულ ენაზე თარგმნა მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი", "გივი შადური", "თეთრი საყელო", კ. გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი", გ. ლეონიძის "ნატვრის ხე", ლ. ქიაჩელის "მთის კაცი", დ. ჭონქაძის "სურამის ციხე", ლ. გოთუას "ნისლი ნახატარის ტყეში", რ. ჯაფარიძის "ხევის პატარძალი". ა. სულაკაურის "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან", ე. ყიფიანის, ლ. მრელაშვილის ნაწარმოებები, ქართველ პოეტთა ლექსები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.143 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |