The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ ანანიაშვილი

ელიზბარ ანანიაშვილი
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:2000  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1934 წელს.

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 1941–1944 წლებში თბილისში გამოაქვეყნა პოეტური და პროზაული თარგმანები. 1944–1947 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "მოლოდაია გვარდიაში" რედაქტორად. რუსულ ენაზე თარგმნა მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი", "გივი შადური", "თეთრი საყელო", კ. გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი", გ. ლეონიძის "ნატვრის ხე", ლ. ქიაჩელის "მთის კაცი", დ. ჭონქაძის "სურამის ციხე", ლ. გოთუას "ნისლი ნახატარის ტყეში", რ. ჯაფარიძის "ხევის პატარძალი". ა. სულაკაურის "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან", ე. ყიფიანის, ლ. მრელაშვილის ნაწარმოებები, ქართველ პოეტთა ლექსები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.143

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
  • 1973 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: