The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჯაიანი

გიორგი ჯაიანი
Date of birth:19 June, 1945  (79 years)
Category:Mathematician, Mechanical Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1968 წელს.

1971-1973წწ. ილია ვეკუას სახ. მათემატიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1986 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1974-1987წწ. ილია ვეკუას სახ. მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1987-2006წწ. წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2006 წლიდან ინსტიტუტის დირექტორი; 1996 წლიდან თბილისის საერთაშორისო ცენტრის მათემატიკასა და ინფორმატიკაში (TICMI) საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი და მისი მათემატიკის და მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2001-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, მექანიკის კათედრის გამგე; არაერთი სამეცნიერო და საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორი ან სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია და მედალი. "ღია საზოგადოება - საქართველო" მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამით გათვალისწინებულ კონკურსზე წარმოდგენილ პროექტთა შემფასებელი კომისიის წევრი და გამარჯვებული საპროექტო ჯგუფების კონსულტანტი (2001), სტუდენტთა და ასპირანტთა კონფერენციის მათემატიკის ჟიურის თავმჯდომარე (2000-2001). თანამშრომლობდა რომის ლა-საპიენცას (იტალია), რომის ტორ ვერგატას (იტალია), შტუტგარტის (გერმანია), პოტსდამის  (გერმანია), ფრაიბურგის  (გერმანია), ჰალეს (გერმანია), ბერლინის ტექნიკურ (გერმანია), ბრემენის (გერმანია), დელავერის (აშშ), პარიზის ლეონარდო და ვინჩის (საფრანგეთი) უნივერსიტეტებთან, ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტთან. მის სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება სასაზღვრო და საწყის-სასაზღვრო ამოცანები სინგულარული დიფერენციალური განტოლებებისა და სისტემებისათვის; წამახვილებული დრეკადი გარსები, ფირფიტები და ღეროები; თხევად და დრეკად გარემოთა ურთიერთქმედების ამოცანები; მათემატიკური და ტექნიკური დრეკადობის თეორია; მათემატიკური მოდელები. კერძოდ, მან გადაწყვიტა და შემდგომ განავითარა 1955 წელს ი. ვეკუას მიერ დასმული პრობლემა წამახვილებული პრიზმული გარსების შესწავლის მათემატიკური და მექანიკური ასპექტების შესახებ. მის მიერ აგებულია ინტეგრალური ცხადი სახის ამონახსნები ნახევარსიბრტყის შემთხვევაში რიგის გადაგვარების მქონე ელიფსური ეილერ-პუასონ-დარბუს (ეპდ) განტოლებისა და იტერირებულ ეპდ განტოლებისათვის, როცა, საზოგადოდ წონიან, სასაზღვრო პირობებში შედის უფრო მაღალი რიგის წარმოებულები, ვიდრე განტოლების რიგია. მიღებული შედეგები გამოყენებულია წამახვილებული პრიზმული გარსების თეორიაში. ააგო და გამოიკვლია დრეკადი ღეროების იერარქიული დიფერენციალური მოდელები, როცა ღეროს ბოლოებში განიკვეთი გვარდება მონაკვეთში ან წერტილში; მის მიერ ცხადი სახით არის ამოხსნილი ნებისმიერი განივი კვეთის მქონე წამახვილებული დრეკადი ღეროსათვის სტატიკის, საზოგადოდ არაკლასიკური ამოცანები იერარქიული და ეილერ-ბერნულის მოდელისთვის. დადგენილია კრიტერიუმი - როდის შეიძლება (არ შეიძლება) წამახვილებული ბოლოების ჩამაგრება ან დაყრდნობა. ანალოგიური ინტეგრალური და დიფერენციალური კრიტერიუმებია დადგენილი წამახვილებული პრიზმული გარსებისათვის. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.309-310; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: viam.science.tsu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.210

Member of Organizations

  • ამერიკის მათემატიკური საზოგადოება (AMS), წევრი (1998-)
  • ანალიზის, გამოყენებების და გამოთვლების საერთაშორისო საზოგადოება (ISAAC), წევრი (2001-)
  • გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის საერთაშორისო ასოციაცია (GAMM), წევრი (2007-)
  • ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოება (EMS), წევრი (1991-)
  • ევროპის მათემატიკურ საზოგადოების აღმოსავლეთ ევროპის დახმარების კომიტეტი, წევრი (2002-2009)
  • ევროპის მათემატიკური საზოგადოების დამფუძნებელი კრების მონაწილე, ევროპის მათემატიკური საზოგადოების საბჭო, ინდივიდუალური წევრების დელეგატი (1994-2001)
  • ევროპის მეცნიერებათა აკადემიის (EurASc), წევრი (2002-)
  • ევროპის მეცნიერებათა აკადემიის (EurASc) მათემატიკის განყოფილების საბჭო, წევრი (2009-2017)
  • თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის (IUTAM) გენერალური ასამბლეა, წევრი (2000-)
  • თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, თავმჯდომარე (2000-)
  • მექანიკისა და მათემატიკის მიმართების საერთაშორისო საზოგადოება (ISIMM), წევრი (1998-)
  • მსოფლიო ინოვაციების ფონდი (WIF), წევრი (2002-)
  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი, წევრი (1990-)
  • საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოება, წევრი (1968-1989)
  • საქართველოს მექანიკოსთა კავშირი, პრეზიდენტი (2012-2018)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (2005-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    სტუდენტ-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: