შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შორენა გაბიჩვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გუდაუთის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2001 წელს. მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წელს. 2001 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასახვა, საშემსრულებლო და მენეჯერულ პოზიციაზე; 2002 წლიდან დღემდე, სხვადასხვა (სახელმწიფო და კერძო) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახორციელებს სამეცნიერო - პედაგოგიურ საქმიანობას; გამოქვეყნებული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. მონაწილეა არაერთი კონფერენციის და ჩართულია სხვადასხვა პროექტში; ფლობს მრავალ სერტიფიკატს სამართლის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა სფეროში; გააჩნია სახელმწიფო სპეციალური წოდება - პოლიციის პოლკოვნიკი. სადისერტაციო თემა - "საჰაერო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირება". ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |