The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ დემეტრაძე

ნიკოლოზ დემეტრაძე
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:7 აპრილი, 1954  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წითელი ხევი, ბაღდათის რაიონი. 

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1919 წელს.

1924-1929წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში ქირურგად; 1937-1947წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის პროფესორი; 1947 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე კათედრის გამგე; წლების მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტის დეკანი; იკვლევდა ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ბარძაყის არხის თიაქარკვეთის ანატომიური საფუძვლები, ნერვებისა და სისხლძარღვების ცვალებადობა, ოსტეომიელიტის მკურნალობა, კანის პლასტიკა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.373

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: