The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თავაძე

გიორგი თავაძე
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1945
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2021  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტის ლითონმცოდნეობისა და ლითონთა თერმული დამუშავების სპეციალობით 1967 წელს.

1961-1963წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1971წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი; 1967-1986წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათამცოდნეობის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1992-1998წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური სამმართველობის უფროსი; 1998-2002წწ. - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმარებისა და სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების მთავარი სამმართველოს უფროსი; 2003-2004წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კვლევებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი; 1997-2005წწ. - ნატო-ს სახმელეთო შეიარაღებული ჯგუფის საქართველოს ეროვნული კოორდინატორი; 2006-2007წწ. - ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007 წლიდან - ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1999),  პოლკოვნიკი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდი: science.org.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.123; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.geსაქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.192-193

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2015-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის
  • 1996 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: