The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუარსაბ იაშვილი

ლუარსაბ იაშვილი
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1907
გარდაცვ. თარიღი:29 ოქტომბერი, 1993  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1931 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ვ. ვილშაუს სავიოლინო კლასი) 1931 წელს.

1932–1935 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის კონსერვატორიის ასპირანტურაში (ალტის კლასი, ხელმძღვ. პროფ. პ. სოსინი). 1925–1928 წლებში უკრავდა "ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების" ორკესტრში, საოპერო სტუდიისა და რუსთაველის თეატრის ორკესტრში. 1928–1945 წლებში იყო საქართველოს პირველი სიმებიანი კვარტეტის შემადგენლობაში (ალტი), როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი. სისტემატურად გამოდიოდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიისა და რადიოს ორკესტრებში. 1935 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასა (1947 წლიდან პროფესორი) და ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო ათწლედში. 1935 წელს კონსერვატორიაში დააარსა სპეციალური ალტის კლასი. მისი მოწაფეები იყვნენ მევიოლინეები: ი. ლეუსი, ჰ. შავერდიანი, გ. მელიქიშვილი, მისი ქალიშვილები: მარინე, ირინე და ნანა იაშვილები, ალტისტი ა. ბეგალიშვილი, კომპოზიტორები: რ. ლაღიძე, ირ. გეჯაძე, შ. შილაკაძე. 1967–1974 წლებში მოღვაწეობდა ეგვიპტეში ქ. კაიროს კონსერვატორიაში პედაგოგად.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 115; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.35

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: