შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ კეკელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965–1978წწ. იყო კასპის საავადმყოფოს ექიმი–ლარინგოლოგი; 1969–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1971–1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ–ყურ–ცხვირის კათედრის ასისტენტი; 1983 წლიდან– ამავე კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რეზიდენტურის, ზოგადი სპეციალიზაციისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის ოტოლარინგოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო დისერტაცია. ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოლიკარდიოგრაფიული გამოკვლევები ქრონიკული ტონზილიტის დროს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.147; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |