The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ კეკელიძე

Date of birth:20 July, 1942  (82 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1978წწ. იყო კასპის საავადმყოფოს ექიმი–ლარინგოლოგი; 1969–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1971–1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ–ყურ–ცხვირის კათედრის ასისტენტი; 1983 წლიდან– ამავე კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რეზიდენტურის, ზოგადი სპეციალიზაციისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის ოტოლარინგოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო დისერტაცია. ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოლიკარდიოგრაფიული გამოკვლევები ქრონიკული ტონზილიტის დროს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.147; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77

Member of Organizations

  • საქართველოს ექიმთა ასოოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: