შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948–1949წწ. იყო თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ექიმი–მიკრობიოლოგი; 1949–1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1952–1960წწ. ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1960–1074წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტი; 1974–1996წწ. კათედრის გამგე; 1964–1970წწ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელი სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში, ინდოეთში; 1984-1997წწ. შტაბბინაში შვეიცარიაში. ავტორია 101 სამეცნიერო ნაშრომის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. 1992 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორია, ასევე ჯანმოს ურთიერთთანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი. მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტისხეულთა გამომუშავებისა და რეპროდუქციის საკითხისათვის", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაცია - "ქოლერა–ეპიდემიოლოგია, პროფილაქტიკა და კონტროლი", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.147; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.152 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |