The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ კერესელიძე

თამაზ კერესელიძე
Date of birth:18 August, 1925
Date of death:28 December, 1998  (at 73 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948–1949წწ. იყო თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ექიმი–მიკრობიოლოგი; 1949–1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1952–1960წწ. ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1960–1074წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტი; 1974–1996წწ. კათედრის გამგე; 1964–1970წწ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელი სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში, ინდოეთში; 1984-1997წწ. შტაბბინაში შვეიცარიაში. ავტორია 101 სამეცნიერო ნაშრომის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. 1992 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორია, ასევე ჯანმოს ურთიერთთანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი. მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტისხეულთა გამომუშავებისა და რეპროდუქციის საკითხისათვის", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაცია - "ქოლერა–ეპიდემიოლოგია, პროფილაქტიკა და კონტროლი", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.147; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.152

Member of Organizations

  • ანტიბიოტიკების საზოგადოება (აშშ)|, ექსპერტი
  • ინგლისის ჰოსპ. ინფექციის საზოგადოება, ექსპერტი
  • მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის მედალი

Share: