Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური კვალიაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968 წელს იყო ბედიანის ფსიქო–ნევროლოგიური საავადმყოფოს ფსიქო–ფტიზიატრიული განყოფილების გამგე; 1970 წელს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში მიიღო ექიმ–რენტგენოლოგის დიპლომი და მუშაობა დაიწყო კარდიოლოგიის ინსტიტუტში რენტგენის განყოფილებაში, უმცროს, უფროს თანამშრომლად. 1988 წლიდან იყო ამავე განყოფილების გამგე. ავტორია 44 სამეცნიერო ნაშრომის, დამტკიცებული აქვს ერთი გამოგონება და 3 რაციონალური წინადადება. ხელმძღვანელობს სამეცნიერო მუშაობას ახალგაზრდა თანამშრომლებთან, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ინტერნებთან. 1989 წელს იყო საქართველოს წითელი ჯვრის სამაშველო სამსახურის მთავარი ექიმი და მონაწილეობდა ყველა ბუნებრივ და სოციალურ-ექსტრემალურ სიტუაციაში. რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებთა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Возможности рентгено функционального исследования сердца в постинфарктном периоде", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.147 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |