The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ კვალიაშვილი

მარიამ კვალიაშვილი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1921  (103 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948–1950წწ. იყო რესპუბლიკური თვალის საავადმყოფოს შტატგარეშე ორდინატორი; 1950–1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1953–1962წწ. რესპუბლიკური საავადმყოფოს გლაუკომის განყოფილების გამგე; 1962–1968წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1958 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება დიაბეტურ და ჰიპერტონულ რეტინოფთიას. ოკულისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რენტგენის სხივების გამოყენება გლაუკომის ადრეულ დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1959 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.148

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ოფთალმოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება, მდივანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: