The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანი კვაშილავა

დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

სწავლა დაიწყო ყუბანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე 1966–1967წწ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკუნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1973–1974წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდთა N3 პოლიკლინიკაში; 1974–1987წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჰორმონალური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰემატოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის პრობლემებს. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემორაგიული სინდრომის საკითხისათვის ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს",  დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.148

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • ჰემატოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: