The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო ინაშვილი

სანდრო ინაშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ინაშვილი
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1887
გარდაცვ. თარიღი:4 ივნისი, 1958  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამუსიკო სასწავლებელი 1916 წელს.

თავდაპირველად მღეროდა ს. კავსაძისა და ნ. სულხანიშვილის ქართული ხალხური სიმღერის გუნდებში; ამ დროისათვის მას უკვე შესრულებული ჰქონდა ტორეადორის (ბიზეს "კარმენი"), რიგოლეტოს და ჟერმონის (ვერდის "რიგოლეტო", "ტრავიატა"), ფიგაროს (მოცარტის "ფიგაროს ქორწინება") და სხვა ურთულესი პარტიები(ბარიტონი); 1917 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია; 1918–1919წწ. სეზონი მეტად ნაყოფიერი გამოდგა, ერთიმეორის მიყოლებით დაიდგა "თქმულება შოთა რუსთაველზე", "აბესალომ და ეთერი'' და "ქეთო და კოტე", მსახიობმა შესანიშნავად დაძლია აბდულ-არაბის, მურმანის პარტიები და მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ქართულ საოპერო სცენაზე; იშვიათი სილამაზის, ხავერდოვანი ტემბრის ხმისა და ბრწყინვალე აქტიორული ნიჭის წყალობით შქმნა შესანიშნავი ვოკალურ–სცენური სახეები ქართულ, რუსულ და უცხოურ ოპერებში: "მურმანი" და "კიაზო" (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), გოჩა(მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), ყველა ამ პარტიის პირველი შემსრულებელი იყო, ევგენი ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ბორის გოდუნოვი (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), დემონი(ა. რუბინშტეინის "დემონი"), ფაუსტი(შ. გუნოს "ფაუსტი"); 1923 წელს ა. სუმბათაშვილ-იუჟინისა და ვ. სარაჯიშვილის დახმარებით ორი წლით იტალიაში გაემგზავრა ვოკალური ხელოვნების დასახვეწად, სადაც გამოჩენილი იტალიელი მომღერლის პროფესორ ჯირალდოს სტაჟიორი იყო; პარალელურად მას შესთავაზეს გასტროლები, რომლებმაც წარმატებით ჩაიარა იტალიასა და ესპანეთის საოპერო თეატრების სცენებზე, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა მისი ხავერდოვანი ბარიტონი და რომ არა სამშობლოს სიყვარული, მას ელოდა დიდი ასპარეზი ევროპისა და ამერიკის სცენებზე; 1932 წელს ის მთელი სეზონით მიიწვიეს ლენინგრადის მარინის საოპერო თეატრში, სადაც იმღერა ბარიტონის ყველა წამყვანი პარტია; 1933 წლიდან ის კვლავ თბილისშია, ამჯერად როგორც საოპერო თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი და სოლისტი; მან განახორციელა ისეთი რთული ოპერების დადგმა როგორიცაა ვერდის "აიდა" და ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"; 1937 წლიდან ვოკალური ხელოვნებას ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში (1942 წლიდან პროფესორი), სადაც აღზარდა ისეთი მომღერლები როგორებიც არიან: მ. ამირანაშვილი, თ. ზაალიშვილი, პ. თომაძე, შ. კიკნაძე, ი. შუშანია, ნ. ჯაფარიძე.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 118

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • სსრკ სახალხო არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: