The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ კვაჭაძე

დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1941  (79 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯურყვეთი(ლანჩხუთის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1966წწ. იყო ქედის რაიონის სოფელ ზვარეს ამბულატორიის გამგე–ექიმი; 1966–1968წწ. ფოთის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი–ქირურგი; 1968–1970წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1970–1976წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1976–1982წწ. სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრის გამგე; 1982–1985წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს და რუსთავის I სანიტარული ნაწილის სისხლძარღვთა ქირურგიული განყოფილების გამგე; 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო აკადემიის ასისტენტი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის. 1995 წელს ლანჩხუთის 61–ე საარჩევნო ოლქიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციული წყლულების ქირურგიული მკურნალობის შედარებითი შედეგები", დაიცვა 1976 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.149


გააზიარე: