Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინე კვეზერელი–კოპაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1977–1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრის დოცენტი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰემობლასტიოზების, ანემიებისა და ჰემორაგიული დიათეზების დიაგნოსტიკას. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 27 სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის სტუდენტური ნაშრომი. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ლეიკოზების დროს პლასტიკური უჯრედების მორფოლოგიური თავისებურებანი და მიტოზური აქტივობა ფაზოკონტრასტული მიკროსკოპიის მეთოდით", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.150 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |