შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალინა კვირკველია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968წელს. იყო მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული პათფიზიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან კლინიკური ფარმაკოთერაპიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ახალი სამამულო და საზღვარგარეთული ვაზო–კარდიოტროპული სამკურნალო საშუალებების კლინიკო–ფარმაკოლოგიურ შესწავლას. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სუპეტინის გავლენა იშემიზირებულ მიოკარდზე ექსპერიმენტში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.151 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |