The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი ანდრონიკაშვილი

გოგი ანდრონიკაშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1997  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს.

1957–1971 და 1976–1987 წლებში იყო კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე. იყო საქართველოს კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი, საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის მდივანი, ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე და მდივანი. 1971–1976 წლებში და 1987 წლიდან იყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.150

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს VI, VIII-XI მოწვევები , დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
    თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის აღდგენა–რეკონსტრუქციისათვის

გააზიარე: