The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ ანდრონიკაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1803
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ზაალ ანდრონიკაშვილი იყო მარტყოფის მოურავი(დაახლოებით 1772 წლიდან). სახელგანთქმული მეომარი, მეტსახელად "კუზიანი ზაალი". რუსეთ–ოსმალეთის(1768-1774) დროს, 1772 წელს , ერეკლე II–ის ბრძანებით, 1000 მეომრით მოაწყო ღრმა რეიდი ჯავახეთსა და მესხეთში. გაანადგურა თურქთა გარნიზონები და დიდი ნადავლით დაბრუნდა. იმავე წელს მარტყოფელთა რაზმებით მონაწილეობდა ქართლში შემოჭრილი  დაღესტნელებისა და თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში უფლისციხესთან. ამ ბრძოლაში ანდრონიკაშვილი ზურგში დაჭრეს(ჭრილობამ კუზი დაუტოვა. აქედან მოდის მისი მეტსახელები: "კუზა ზაალი", "კუზიანი ზაალი", "კუზიანი გმირი"). 70-80-იან წლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მოთარეშე ლეკების წინააღმდეგ ბრძოლებში, მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში(1795).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151


გააზიარე: