Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაალ ანდრონიკაშვილი![]()
Biographyზაალ ანდრონიკაშვილი იყო მარტყოფის მოურავი(დაახლოებით 1772 წლიდან). სახელგანთქმული მეომარი, მეტსახელად "კუზიანი ზაალი". რუსეთ–ოსმალეთის(1768-1774) დროს, 1772 წელს , ერეკლე II–ის ბრძანებით, 1000 მეომრით მოაწყო ღრმა რეიდი ჯავახეთსა და მესხეთში. გაანადგურა თურქთა გარნიზონები და დიდი ნადავლით დაბრუნდა. იმავე წელს მარტყოფელთა რაზმებით მონაწილეობდა ქართლში შემოჭრილი დაღესტნელებისა და თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში უფლისციხესთან. ამ ბრძოლაში ანდრონიკაშვილი ზურგში დაჭრეს(ჭრილობამ კუზი დაუტოვა. აქედან მოდის მისი მეტსახელები: "კუზა ზაალი", "კუზიანი ზაალი", "კუზიანი გმირი"). 70-80-იან წლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მოთარეშე ლეკების წინააღმდეგ ბრძოლებში, მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში(1795). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |