The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.
The dictionary is supported by the National Library of Georgia.
The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.
აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) მეფე (დაახლ. 825-861), ლეონ II–ის ძე; ენერგიულად იბრძოდა ახლად შექმნილი სამეფოს დამოუკიდებლობის დასაცავად; IX საუკუნის 40-იან წლებში არაერთხელ დაამარცხა დასავლეთ საქართველოში შემოსული ბიზანტიელთა ლაშქარი; 853 წელს წინ აღუდგა საქართველოში შემოჭრილ არაბთა სარდალს ბუღა თურქს; იგი შემდეგშიაც განაგრძობდა ბრძოლას ქართლიდან არაბთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის; დემეტრე II-ის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის გავლენის განმტკიცება დასავლეთ საქართველოში; ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ხელშეწყობით IX საუკუნის I ნახევარში დასავლეთ საქართველოში გრიგოლ ხანცდელის მიერ ქართული მონასტრის დაარსება.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.375