The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ანდრონიკაშვილი

ზაქარია ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:1740
გარდაცვ. თარიღი:1800  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ზაქარია თამაზის ძე ანდრონიკაშვილი(დაახლოებით 1740–1800) იყო ქართლ–კახეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.

თამაზ ანდრონიკაშვილის ვაჟი. სიმამაცის გამო ცნობილი იყო "მიწის მგლის" მეტსახელით. ახალგაზრდა ზაქარია ერეკლე II–მ პირად რაზმში ჩარიცხა. 1756 წელს ზაქარია ანდრონიკაშვილმა თავი გამოიჩინა ლეკთა ბრბოებთან ბრძოლაში სოფელ კარალეთსა  და სკრასთან. შემდეგ იმყოფებოდა სამეფო კარზე. მეფის ასულ ელენესთან გამიჯნურების გამო ერეკლე II–მ რუსეთში გააძევა. თავისი ქალი კი იმერეთის მეფე სოლომონ I–ძმას, ბატონიშვილ არჩილს მიათხოვა. ელენეს დაქვრივების შემდეგ(1771) ანდრონიკაშვილი დაბრუნდა რუსეთიდან და დაქორწინდა მასზე. 1780 წელს დანიშნეს ქიზიყის მოურავად. სიცოცხლის ბოლო წლებში, ერეკლე II-ის დავალებით იბრძოდა იმერეთში თავისი გერის დავით არჩილის ძის(შემდეგში სოლომონ II) გასამეფებლად. 1795 თავი ისახელა კრწანისის ბრძოლაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151


გააზიარე: