The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დემეტრე გურიელი

Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Royalty

Biography

გურიის სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი 1959-1660, იმერეთის მეფე(1660); დემეტრე გურიელი ახალგაზრდობიდანვე ბერად იყო შემდგარი; 1658 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ და ვაყენ III დადიანმა ბანძის ბრძოლაში დაამარცხეს ლიპარიტ II დადიანი და ქაიხოსრო I გურიელი; გურიის სამთავრო ტახტზე ბრმა სიმონ გურიელი(სიმონ II) აიყვანეს და მონასტრიდან გამოყვანილი დემეტრე გურიელი აშვილებინეს, რომელიც ფაქტობრივად განაგებდა გურიის სამთავროს; 1659 წელს ქაიხისრო I ოსმალეთის დახმარებით გურიაში დაბრუნდა; დემეტრე გურიელი იმერეთში გაიხიზნა; 1660 წელს იმერეთის ფეოდალებმა მოკლეს თურქთა მიერ მეფედ დასმული ვახტანგ ბაგრატიონი (ჭუჭუნაშვილი) და დემეტრე გურიელი იმერეთში დასვეს მეფედ; იმავე წელს დემეტრე გურიელი ფეოდალებმა ტახტიდან ჩამოაგდეს თვალები დათხარეს და გააძევეს; მისი შემდომი ბედი უცნობია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.375


Share: