შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ქიზიყელი![]()
ბიოგრაფიათამაზ ანდრონიკაშვილი(თამაზ ქიზიყელი) იყო კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVII საუკუნის I მეოთხედში. ქიზიყის მოურავი. დიდ წინააღმდეგობას უწევდა შაჰ–აბას I–ს კახეთში ლაშქრობების(1614–1617) დროს. ბევრჯერ დაამარცხა მტრის მოთარეშე რაზმები. 1616 წელს ქიზიყი გაწმინდა სპარსული გარნიზონებისაგან. აღადგინა ციხე–სიმაგრეები, ძველ საცხოვრებელ ადგილებში დააბრუნა გახიზნული მოსახლეობა. 1617 წელს, შაჰ–აბას I–ის მეოთხე ლაშქრობის დროს, რომელიც ძირითადად ქიზიყის წინააღმდეგ იყო მიმართული. თამაზ ანდრონიკაშვილი მეთაურობდა ხორნაბუჯის დაცვას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |