The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემეტრე ვიპატოსი

დაბადების თარიღი:5??
გარდაცვ. თარიღი:6??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ქართლის ერისმთავრის გუარამის უმცროსი ძე, სტეფანოზ I პატრიკიოსის ძმა; ვიპატოსის ბიზანტიის საკარისკაცო ტიტული მინიჭებული უნდა ჰქონდეს მავრიკიოსის კეისრის მიერ VI საუკუნის 90-იან წლებში; დემეტრე ვიპატოსი იყო მცხეთის ჯვრის ტაძრის ერთ-ერთი აღმაშენებელი; ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე სამი ქტიტორის კომპოზიციაში, შემონახულია მისი რელიეფური გამოსახულება, წარწერით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.375


გააზიარე: