The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ანდრონიკაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1759
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თამაზ პაატას ძე ანდრონიკაშვილი(გარდაიცვალა დაახლოებით 1759 წელს) იყო კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVIII საუკუნის შუა წლებში, ქიზიყის მოურავი, ერეკლე II–ის მამიდაშვილი. თავი გამოიჩინა ყაზიყუმუხის სახანოს ხანის სურხაის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1746 წელს  თამაზ ანდრონიკაშვილმა სასტიკად დაამარცხა ქიზიყში შეჭრილი დაღესტნელთა 15 ათასიანი ლაშქარი. ამ გამარჯვების გამო ნადირ-შაჰმა ირანში მიიწვია და დააჯილდოვა. 1747 წელს ანდრონიკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. 1747–1749 წლებში თავი გამოიჩინა აბდულა ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი მონაწილეობდა ერევანზე(1749–1751), განჯა–ყარაბაღზე(1750) მოწყობილ ლაშქრობებში. დიდი როლი ითამაშა აჯი–ჩალაბის  საწინააღმდეგო კამპანიებში. 1772 წელს ანდრონიკაშვილს დაევალა შინაპატიმრობაში ჰყოლოდა ერეკლე II-ის პოლიტიკური მოწინააღმდეგე პაატა ბატონიშვილი, რომელიც მალე "გაექცა" მეთვალყურეებს და იმერეთში გადავიდა ლევან აბაშიძესთან. როგორც ჩანს, ანდრონიკაშვილს ბატონიშვილის ხელისშეწყობა დასდეს ბრალად და ერეკლე II-ის ბრძანებით 1754 წლის აპრილში დააპატიმრეს, ქიზიყის მოურავად კი იასე ამილახვარი დანიშნეს. მალე თამაზ ანდრონიკაშვილს ძველი პატივი დაუბრუნეს. 1859 ერეკლე II-მ კვლავ შერისხა იგი და ქიზიყის მოურავობა პაპუნა ანდრონიკაშვილს გადასცა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151


გააზიარე: