The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაჩია დემირხანოვი

რაჩია დემირხანოვი
Date of birth:24 December, 1914
Date of death:29 October, 1986  (at 71 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1938 წელს.

1938-1942წწ. მუშაობდა ბაქოს ნავთობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტსა და 1942-1946წწ. თბილისის ამიერკავკასიის საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტში; 1946 წელს მივლინებულ იქმნა სოხუმის "ობიექტზე" (1956 წლიდან სოხუმის ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი); იყო მნიშვნელოვანი შრომების ავტორი პლაზმისა და ამჩქარებლების ფიზიკაში; დაამუშავა პლაზმური გაწმენდისა და რექტიფიკაციის მეთოდები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ზესუფთა აირების მიღების ეფექტურ ტექნოლოგიებს ბირთვული რეაქტორებისათვის; მართვადი თერმობირთვული რეაქციის პრობლემის კვლევის პროცესში პლაზმაში დამატებითი ენერგიის შესაყვანად პირველმა გამოიყენა მაღალსიხშირული ელექტრომაგნიტული ველი, რომლის შედეგად დანადგარზე ТОКАМАК Р–05 მიღებულ იქნა იმ დროისათვის (1984) რეკორდული 50–მილიონგრადუსიანი D_D პლაზმა 0,1 წმ განმავლობაში; ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1968).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.376

Awards and Honors

  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ურანის იზოტოპების განცალკევების ელექტრომაგნიტული მეთოდის დამუშავებისათვის (სხვებთან ერთად)

Share: