The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ანდრონიკაშვილი

ივანე ანდრონიკაშვილი
Date of birth:23 September, 1862
Date of death:11 July, 1947  (at 84 years)
Category:Public official, Public Man, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მელაანი, სიღნაღის მაზრა (ახლანდელი გურჯაანის რაიონი).

დაამთავრა მოსკოვის პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემია (ახლანდელი ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია) 1887 წელს.

1889-1902 წლებში მუშაობდა კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის მთავარ ექსპერტად და ხელმძღვანელობდა ფილოქსერის საწინააღმდეგო ექსპედიციებს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. აგრონომიის ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით აწყობდა საჩვენებელ ნაკვეთებს, ცდიდა ახალ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებსა და სხვ. 1902-1916 წლებში იყო ბათუმის ქალაქის თავი. მისი რედაქტორობით გამოდიოდა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი "ვაზი და ღვინო". 1921 წელს ივანე ანდრონიკაშვილის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი "სოფლის მეურნე", რომელსაც თვითონ რედაქტორობდა. 1923 წელს მოსკოვში სრულიად რუსეთის პირველ სასოფლო - სამეურნეო და კუსტარულ - სამრეწველო გამოფენაზე ხელმძღვანელობდა, ხოლო 1939 წელს საკავშირო სასოფლო - სამეურნეო გამოფენაზე კონსულტაციას უწევდა საქართველოს პავილიონის მოწყობას. ბათუმის ქალაქის თავი, აგრონომი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151; nobility.pro


Share: