The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ანდრონიკაშვილი

ივანე ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1798
გარდაცვ. თარიღი:19 სექტემბერი, 1868  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქოდალო, ახლანდელი გურჯაანის რაიონი.

რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1868). 1824 წელს მაიორის ჩინით (პირადი სურვილით) კავკასიაში ნიჟნი–ნოვგოროდის  დრაგუნთა პოლკში გადაიყვანეს. მონაწილეობდა რუსეთ–ირანის (1826–1828) და რუსეთ–ოსმალეთის (1828–1829) ომებში. თავი გამოიჩინა ელიზავეტოპოლის, ჯევან–ბულახის, სარდარაბადის, ერევნის, ახალციხისა და ბაიბურთის ბრძოლებში. 1841 წელს მიიღო გენერალ–მაიორის ჩინი. 1849 წელს დაინიშნა თბილისის სამხედრო გუბერნატორად. ყირიმის ომის (1853–1856) დროს კავკასიის ფრონტზე, ახალციხესთან ბრძოლაში (1853 წლის 14 ნოემბერი) 5–ათასიანი რაზმით დაამარცხა ალი–ფაშას 20–ათასიანი კორპუსი, ხოლო 1854 წელს მდინარე ჩოლოქთან გაანადგურა სელიმ–ფაშას 30–ათასიანი კორპუსი. დაჯილდოებული იყო მრავალი საბრძოლო ორდენით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151


გააზიარე: