შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ნათიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1956-1959წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ასისტენტი, დოცენტი; 1960-1970წწ. საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1970-1990წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი სასწავლო დარგში, რექტორი; 1990-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეუნეობის მეცნიერების პრობლემათა განყოფილების გამგე; 1990 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიის აკადემიკოს მდივანი; 2006-2008წწ. საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერი. სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო: ჰიდრავლიკა, საინჟინრო ჰიდროლოგია, აგროეკოსისტემების მდგრადობა, სამთო მელიორაცია. პროფესორი (1972). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1969 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის პორტალი: wmi.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.213 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |