The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ნათიშვილი

ოთარ ნათიშვილი
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:2021  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს.

1956-1959წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ასისტენტი, დოცენტი; 1960-1970წწ. საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1970-1990წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი სასწავლო დარგში, რექტორი; 1990-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეუნეობის მეცნიერების პრობლემათა განყოფილების გამგე; 1990 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიის აკადემიკოს მდივანი; 2006-2008წწ. საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერი. სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო: ჰიდრავლიკა, საინჟინრო ჰიდროლოგია, აგროეკოსისტემების მდგრადობა, სამთო მელიორაცია. პროფესორი (1972). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1969 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის პორტალი: wmi.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.213

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1993-2021)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: