შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო კავსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი. სპეციალური მუაიკალური განათლება არ მიუღია; დაწყებითი განათლება სოფელ ხოვლეს სასულიერო სასწავლებელში მიიღო; შემდეგ სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში, იქვე მღეროდა ს. გოგლიჩიძის გუნდში, შემდგომ ამ გუნდის ლოტბარი გახდა; მოგვიანებით ის ლადო აღნიაშვილის გუნდის სოლისტი გახდა(ტენორი); ის იყო ქართული ხალხური სიმღერების, განსაკუთრებით კი "ურმულისა" და "ოროველას" შესრულების დიდოსტატი; 1894 წლიდან გორის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა სიმღერას, სადაც დააარსა მომღერალთა გუნდი(ამ გუნდში მღეროდა ვ. სარაჯიშვილი); 1896–1911წწ. მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა თბილისში; 1911 წელს მიატოვა, ის თავის შვილს, მიხეილ კავსაძეს გადააბარა და თავად საცხოვრებლად ჭიათურაში გადავიდა; იმერეთში მან რამდენიმე გუნდი შექმნა, სადაც 24 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა; მან აღზარდა მრავალი ლოტბარი, მისი მოწაფეები იყვნენ: მ. კავსაძე, ვ. ხატელიშვილი, ს. გველესიანი; 1935 წელს მან თბილისში დააარსა აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი(100 კაცი); 1937 წელს ანსამბლი წარმატებით გამოვიდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაზე, სადაც გუნდის გამოსვლა ძალიან შთამბეჭდავი იყო; უკან დაბუნებული დაავადდა, ხმა დაკარგა და ორ წელიწადში გარდაიცვალა. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 124 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |