The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო კავსაძე

სანდრო კავსაძე
Legal name:ალექსანდრე კავსაძე
Date of birth:1874
Date of death:12 June, 1939  (at 65 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი.

სპეციალური მუაიკალური განათლება არ მიუღია; დაწყებითი განათლება სოფელ ხოვლეს სასულიერო სასწავლებელში მიიღო; შემდეგ სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში, იქვე მღეროდა ს. გოგლიჩიძის გუნდში, შემდგომ ამ გუნდის ლოტბარი გახდა; მოგვიანებით ის ლადო აღნიაშვილის გუნდის სოლისტი გახდა(ტენორი); ის იყო ქართული ხალხური სიმღერების, განსაკუთრებით კი "ურმულისა" და "ოროველას" შესრულების დიდოსტატი; 1894 წლიდან გორის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა სიმღერას, სადაც დააარსა მომღერალთა გუნდი(ამ გუნდში მღეროდა ვ. სარაჯიშვილი); 1896–1911წწ. მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა თბილისში; 1911 წელს მიატოვა, ის თავის შვილს, მიხეილ კავსაძეს გადააბარა და თავად საცხოვრებლად ჭიათურაში გადავიდა; იმერეთში მან რამდენიმე გუნდი შექმნა, სადაც 24 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა; მან აღზარდა მრავალი ლოტბარი, მისი მოწაფეები იყვნენ: მ. კავსაძე, ვ. ხატელიშვილი, ს. გველესიანი; 1935 წელს მან თბილისში დააარსა აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი(100 კაცი); 1937 წელს ანსამბლი წარმატებით გამოვიდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაზე, სადაც გუნდის გამოსვლა ძალიან შთამბეჭდავი იყო; უკან დაბუნებული დაავადდა, ხმა დაკარგა და ორ წელიწადში გარდაიცვალა.

ყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 124

Awards and Honors

  • 1930 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: