შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1945 წელს. 1963 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1946 წლიდან. მის ნამუშევრებში ასახულია საქართველოს ლანდშაფტური და ინდუსტრიული პეიზაჟები: "ჭიათურა" (1948), "სვანეთი"(1948), "ქართული მიწა" (1971), "საქართველოს გზებზე" (1972), "კახეთი" (1972), "კახეთი ალაზნის ველი" (1973), "საქართველო" (1986)(ყველა საქართველოს სურათების გალერეა). შესრულებული აქვს პორტრეტები: მ. იაშვილი (1953), თ. ზარანდიასა და ა. კვირკველიას ჯგუფური პორტრეტი (1949, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). ეთერ ანდრონიკაშვილი არის ლითოგრაფიების და ლითონოგრავიურების ავტორი: "თბილისის ზღვაზე", "მთვარის იდილია", "ფოთი საღამო" (ყველა ფერადი ავტოლითოგრაფია, 1985–1990) და სხვ. გრაფიკოსი, ფერმწერი, ქსოვილების მხატვრული გაფორმების კათედრის დოცენტი. დავით კაკაბაძის მეუღლე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.150 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |