Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ნანეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1966წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1966-1971წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-1985წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-2006წწ. ამავე ინსტიტუტის მეხსიერების ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 2000-2006წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2000-2006წწ. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2010წწ. აკაკი წერეთლი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2010 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ნეირობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. სხვადასხვა წლებში "საქართველოს ნეირომეცნიერთა ჟურნალის" მთავარი რედაქტორი, მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "მაცნეს - სერია ბიოლოგიურის" მთავარი რედაქტორის მოადგილე. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ექსპერიმენტული ნეიროფსიქოლოგია, ნეიროფიზიოლოგია და ელექტროფიზიოლოგია. 5 მონოგრაფიის, მათ შორის 2 სასწავლო სახელმძღვანელოს და 130 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1986 წელს. წყარო: http://science.org.ge/newsite/?page_id=2054 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |