შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემნა უფლისწული![]()
ბიოგრაფიასაქართველოს მეფის დავით V-ის ძე; დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ მამამისმა დემეტრე I–მა თავისი უმცროსი ვაჟი გიორგი(შემდეგ გიორგი III) გამოაცხადა თანამოსაყდრედ, რითაც დემნა(დემეტრე) უფლისწულმა ტახტზე უფლება დაკარგა; დემნა უფლისწულის კანონიერი უფლების დაცვის საბაბით მეფის ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მოწინააღმდეგე დიდგვაროვანმა ფეოდალებმა ამირსპასალარ ივანე ორბელის(დემნა უფლისწულის სიმამრი) მეთაურობით 1177 წელს აჯანყება მოაწყვეს გიორგი III-ის წინააღმდეგ; როდესაც აჯანყების დამარცხება ცხადი გახდა დემნა უფლისწული გიორგი III-ს დანებდა და პატიება სთხოვა; ტახტის მაძიებელ უფლისწულთა მიმართ მოქმედი კანონის საფუძველზე მას თვალები დათხარეს და დაასაჭურისეს; ჩანს, უფლისწულმა ვერ გაუძლო სასჯელს და გარდაიცვალა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.376
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |