The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემნა უფლისწული

ოფიციალური სახელი:დემეტრე
დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:1178
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქართველოს მეფის დავით V-ის ძე; დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ მამამისმა დემეტრე I–მა თავისი უმცროსი ვაჟი გიორგი(შემდეგ გიორგი III) გამოაცხადა თანამოსაყდრედ, რითაც დემნა(დემეტრე) უფლისწულმა ტახტზე უფლება დაკარგა; დემნა უფლისწულის კანონიერი უფლების დაცვის საბაბით მეფის ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მოწინააღმდეგე დიდგვაროვანმა ფეოდალებმა ამირსპასალარ ივანე ორბელის(დემნა უფლისწულის სიმამრი) მეთაურობით 1177 წელს აჯანყება მოაწყვეს გიორგი III-ის წინააღმდეგ; როდესაც აჯანყების დამარცხება ცხადი გახდა დემნა უფლისწული გიორგი III-ს დანებდა და პატიება სთხოვა; ტახტის მაძიებელ უფლისწულთა მიმართ მოქმედი კანონის საფუძველზე მას თვალები დათხარეს და დაასაჭურისეს; ჩანს, უფლისწულმა ვერ გაუძლო სასჯელს და გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.376


გააზიარე: