შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ დემურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის საბებიო ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისში, ოზურგეთსა და საჩხერეში; 1893 წელს საბოლოოდ დასახლდა თბილისში; მალე გაითქვა სახელი როგორც ნიჭიერმა სცენისმოყვარემ, მწერალმა, ჟურნალისტმა და განათლების მუშაკმა; იყო არაერთი სახალხო სახლის, თეატრის, ბიბლიოთეკა–სამკითხველოსა და სხვა კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზატორი; 1904 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა საყმაწვილო ჟურნალი "ნაკადული" რომლის რედაქტორი 1906 წლიდან თვითონ იყო; მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში. საზოგადო მოღვაწე, საბავშვო მწერალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.380; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.857 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |