The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ დერიუგინი

ნიკოლოზ დერიუგინი
დაბადების თარიღი:30 აპრილი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს.

კალათბურთის თამაში დაიწყო ქუთაისში; 1975-1987წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოს", 1975-1978წწ. სსრკ ჭაბუკთა ნაკრების, 1978-1985წწ. სსრკ ნაკრების, 1991-1992წწ. თბილისის "თბილისის", 1992-1993წწ. უნგრეთის "მაფცის", 1993-1994წწ. თბილისის "ვითას", 1994-1995წწ. სლოვაკეთის "სოვაკო ფარმას" და თბილისის "სდასუს" შემადგენლობაში; კალათბურთი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.384; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.314

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ნაკრები (კალათბურთი), წევრი (1995-1996)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1982 - მსოფლიო ჩემპიონი(კოლუმბია)
  • 1981 - ევროპის ჩემპიონი
  • 1980 - ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები, ბრინჯაოს პრიზიორი (მოსკოვი)
  • 1979 - საკონტინენტთაშორისო თასი
  • 1978 - ევროპის ჩემპიონი , იუნიორები
  • 1977 - საკონტინენტთაშორისო თასი

გააზიარე: