The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ანდრონიკაშვილი

იოსებ ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1855
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1940  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1881 წელს.

1882-1902 წლებში ხელმძღვანელობდა სოჭი-ტუაფსეს, თბილის-მანგლის-ახალქალაქის, თბილის-თიანეთის, თბილის-თელავის, თბილის-განჯისა და სხვა საავტომობილო გზების დაგეგმარებასა და მშენებლობას. ანდრონიკაშვილი იყო კახეთის რკინიგზის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი(1909). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში: რუსეთის მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების ჩამოყალიბების იყო ერთ-ერთი მოთავე. მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოებისა და ქართული კლუბის დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელს. მეგობრობდა პეტრე ჩაიკოვსკისთან, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს ანდრონიკაშვილის ოჯახში გამართულ კონცერტებში მონაწილეობდა. 1886 წლის 19 აპრილს თბილისის ოპერის თეატრში მისი ინიციატივით გაიმართა პეტრე ჩაიკოვსკისადმი მიძღვნილი საღამო–კონცერტი. 1921 წლის შემდეგ იოსებ ანდრონიკაშვილი საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსად დანიშნეს. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მას ეკუთვნის სახელმძღვანელოები: "სააღმშენებლო ხელოვნება"(ნაწ. 1-4, 1927-1932), "ურელსო გზები"(1930, 1932), "რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული სამშენებლო ლექსიკონი" (1932) და სხვ. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151

ბიბლიოგრაფია

  • ურელსო გზები : კურსი ტექნიკუმებისათვის, გზის ოსტატისა და ათისთავებისათვის. მოკლე სახელმძღვანელო პოლიტექნიკუმის სტუდენტებისათვის (ავტორი). - ტფილისი, საქ. გზატკეცილების სამმართველო პოლიგრაფტრ. მე-2 სტ.) , 1930. - 96გვ.
  • სააღმშენებლო ხელოვნება (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1927. - 204გვ.

გააზიარე: