Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ანდრონიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1881 წელს. 1882-1902 წლებში ხელმძღვანელობდა სოჭი-ტუაფსეს, თბილის-მანგლის-ახალქალაქის, თბილის-თიანეთის, თბილის-თელავის, თბილის-განჯისა და სხვა საავტომობილო გზების დაგეგმარებასა და მშენებლობას. ანდრონიკაშვილი იყო კახეთის რკინიგზის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი(1909). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში: რუსეთის მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების ჩამოყალიბების იყო ერთ-ერთი მოთავე. მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოებისა და ქართული კლუბის დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელს. მეგობრობდა პეტრე ჩაიკოვსკისთან, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს ანდრონიკაშვილის ოჯახში გამართულ კონცერტებში მონაწილეობდა. 1886 წლის 19 აპრილს თბილისის ოპერის თეატრში მისი ინიციატივით გაიმართა პეტრე ჩაიკოვსკისადმი მიძღვნილი საღამო–კონცერტი. 1921 წლის შემდეგ იოსებ ანდრონიკაშვილი საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსად დანიშნეს. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მას ეკუთვნის სახელმძღვანელოები: "სააღმშენებლო ხელოვნება"(ნაწ. 1-4, 1927-1932), "ურელსო გზები"(1930, 1932), "რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული სამშენებლო ლექსიკონი" (1932) და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |