| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი დვალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა შავრა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1949 წელს. 1949-1981წწ. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1981 წელს მისი ინიციატივით დაარსდა სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმაციისა და პრესის რესპუბლიკური ცენტრი; 1997 წლამდე იყო ამავე ცენტრის დირექტორი; 1997-2001წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი; კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; ავტორია სამეცნიერო ნაშრომების, გამოგონებისა და მრავალი პუბლიკაციის; მექანიზატორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი (1995). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.391; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.189; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.394 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

