The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ანდრონიკაშვილი-აბაშიძე

ნინო ანდრონიკაშვილი-აბაშიძე
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:21 ოქტომბერი, 1983  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდია 1931 წელს.

დაიბადა ცნობილი კახელი თავადის დავით ანდრონიკაშვილის ოჯახში. ნინოს დედა ჭავჭავაძის ქალი იყო. ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. ნინო ანდრონიკაშვილმა 1931 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდია და მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში. წარმატება მოუტანა ფატი მაჩუტაძის როლმა შალვა დადიანის პიესაში "ნაპერწკლიდან". მისი მეუღლის რუსთაველის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ მოღვაწეობდა ლანჩხუთის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ფილარმონიის საკონცერტო ჯგუფს. II მსოფლიო ომის წლებში სათავეში ედგა საშეფო ბრიგადას. კონცერტებს მართავდა ჰოსპიტლებში, ჯარის ნაწილებში, ფაბრიკა-ქარხნებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მსახიობების ივანე(ვანიკო) მეუღლე და დოდო აბაშიძის დედა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.48; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.459

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: