The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ლადო კავსაძე

ლადო კავსაძე
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ კავსაძე
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1886
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 1953  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი.

7 წლისა მიაბარეს თბილისის ერთ-ერთ პანსიონში; სიყმაწვილეში იგი გაიტაცა სპორტმა და სიმღერამ; მას სიმღერაში ამეცადინებდა იმხანად თბილისში მცხოვრები იტალიელი მომღერალი ენრიკო ბორჯი; პატარა ლადოს და მის ძმას, მიხეილს ბიძამ გამოჩენილმა მომღერალმა და ლოტბარმა სანდრო კავსაძემ გაუღვიძა სიმღერის სიყვარული; ერთხანს მღეროდა ალ. კავსაძის გუნდში; მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1908 წელს გაემგზავრა მოსკოვიში ვოკალური განათლების მისაღებად, სადაც ჩაირიცხა ოპერის თეატრში, მაგრამ მალე გადავიდა მოძრავ საოპერო დასში და გასტროლები დაიწყო რუსეთის ქალაქებში; ამ დასთან ერთად ლადო თბილისსაც ეწვია და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა; ამის შემდეგ ახალგაზრდა მომღერალი დიდი წარმატებით გამოდიოდა პეტერბურგის, კიევის, ტაშკენტის თეატრის სცენებზე; 1917 წლამდე მუშაობდა მოსკოვის, ორენბურგის, პეტერბურგის, სმოლენსკის ქალაქების ოპერეტის თეატრებში; ის თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის ერთ–ერთი ფუძემდებელი იყო; 1921 წლიდან მღეროდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც შესრულებული აქვს: აბესალომი(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), ალფრედი(ვერდის "ტრავიატა"), ალმავივა(როსინის "სევილიელი დალაქი"), ლენსკი(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ვარსკვლავთმრიცხველი("ოქროს მამალი"), კოტე და საქო(ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), შოთა("თქმულება შოთა რუსთაველზე"), მალხაზი(ზ. ფალიაშვილის "დაისი"), მასხარა("დარეჯან ცბიერი") პარტიები; ლამაზი ლირიკული ტენორი და მომხიბლავი სცენური გარეგნობა უზრუნველყოფდა მის მუდმივ წარმატებას; ვოკალური კარიერის დასასრულს იგი ხშირად გამოდიოდა ესტრადაზე; 1939 წლიდან თბილისის ფილარმონიის დირექტორი იყო, ხოლო 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ცირკის დირექტორად. 

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 124; ka.wikipedia.org

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: