The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ კაკაბაძე

რევაზ კაკაბაძე
Date of birth:28 September, 1928
Date of death:2 December, 1996  (at 68 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1953 წელს (გერმანული ენა), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს (ვოკალური განყოფილება).

1961 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შესრულებული აქვს 40–მდე მთავარი პარტია, განსაკუთრებით კი გამოირჩევა: მურმანის (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), ჩალხიას (ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), რიგოლეტოს, დი ლუნას, ამონასროს, იაგოს(ვერდის "რიგოლეტო", "ტრუბადური", "აიდა", "ოტელო"), ტომსკის (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი") პარტიების შესრულება; ის ფლობდა იშვიათი სილამაზისა და სიძლიერის ხმას (ბარიტონი); გამოდიოდა კონცერტებით, მართავდა გასტროლებს თეატრთან ერთად და ცალკე, სსრკ-სა და უცხოეთის ქვეყნებში.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 125; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.71         

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: