შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა კალმახელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს. 17 წლის ასაკში, მან თავისი პირველი საოპერო პარტია – მარო, ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში "დაისი" – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მეორე კურსზე სწავლისას შეასრულა (ლირიკულ–კოლორიტურული სოპრანო); ამ სპექტაკლის შემდეგ, კომპოზიტორ სულხან ცინცაძის რეკომენდაციით, მან სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო; სტუდენტობისას კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დადგმებში, ასრულებდა ადინას (გაეტანო დონიცეტის "სიყვარულის ნექტარი"), ვიოლეტას, ჯილდას (ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა", "რიგოლეტო"), მიუზეტას (ჯაკომო პუჩინის "ბოჰემა"), მაროს (ზაქარია ფალიაშვილის "დაისი") პარტიებს; 1975 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ამავე წელს ის გახდა მ. გლინკას სახელობის ვოკალისტთა საკავშირო კონკურსის ლაურეატი; 1976–1977წწ. გადიოდა სტაჟირებას მილანის საოპერო თეატრ "ლა სკალაში"; იტალიიდან დაბრუნების შემდეგ მომღერალმა კვლავ განაგრძო თბილისის საოპერო თეატრში მოღვაწეობა; პარალელურად, სოლო კონცერტებსაც მართავდა, მათ შორის იყო ქართული და იტალიური მუსიკის კონცერტი ვისბადენში (1978); 1983 წელს სოლო კონცერტები მოსკოვის დიდ თეატრსა და სვეტებიან დარბაზში; 1985-1989წწ. ყოველწლიურად გამოდიოდა სანქტ-პეტერბურგში, მარინის თეატრში და გლინკას სახელობის კამერულ დარბაზში; 1989 წელს მოსკოვში, რახმანინოვის სახელობის დარბაზში; 1995 წელს კაიროს საოპერო თეატრში, კაიროშივე მან სოლისტებისათვის მასტერკლასები ჩაატარა; სანქტ-პეტერბურგსა და თბილისში მომღერალს გამართული აქვს მოცარტის, როსინის, დიმიტრი არაყიშვილის მონოგრაფიული კონცერტები; მართავდა გასტროლებს სსრკ-სა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, ისრაელი); 2004 წლიდან არის შ. რუსთაველი სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი; ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 126; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი: opera.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.323 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |