The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალა დვალი

დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 2003  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სტუდია 1949 წელს.

1949-1973წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოცეკვავე; 1955 წელს მონაწილეობდა მსოფლიო ახალგაზრდობის ვარშავის ფესტივალში; 1956 წელს ვ. გუნაშვილთან ერთად იგი სსრკ წამყვანი თეატრების ბალეტის სოლისტთა ნაკრების შემადგენლობაში ჩაირიცხა და მონაწილეობდა ისლანდიასა და დანიაში გამართულ საგასტროლო ტურნეში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო ჯგუფთან ერთად; გასტროლებზე იყო ასევე საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში (სკანდინავია, საფრანგეთი,ავსტრია); წარმატებით ასრულებდა ქართულ ცეკვებს ეროვნულ ოპერებში – ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი", შ. მშველიძის "დიდოსტატის მარჯვენა", დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"; განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ცეკვა "ქართულმა" (მისი უცვლელი პარტნიორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი ვ. გუნაშვილი); არაერთი საინტერესო სახე შექმნა ბალეტებში: "გედების ტბა", "ლაურენსია", "მთების გული", "ოტელო", "გორდა".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.390

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: