შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1928 წელს; მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 1933 წელს. 1929 წლიდან იყო კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი; მან შექმნა კომედიური და დრამატული სახეები: სტეფანი (შტრაუსის "ბოშათა ბარონი"), საქო (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), სულთან–ბეგი (ჰაჯიბეკოვის "არშინ– მალ– ალანი"), ტარასი (კაბალევსკის "ტარასის ოჯახი"); 1943 წლიდან მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 127; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ.,2008.- გვ.31 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |